რუსთავში, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა ციხის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციას პარტიის რაიონულ ორგანიზაციასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. მათ დასახლებულ პუნქტთან ახლოს ციხის მშენებლობა გააპროტესტეს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის ნაცვლად ისეთი რეკრეაცული სივრცე უნდა მოეწყოს, სადაც ადამიანები თავისუფალ დროს მხიარულად გაატარებენ.
“დღეს ჩვენ რუსთავის ლელოს რაიონული ორგანიზაცია აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ 14 ჰექტარზე, ზუსტად საცხოვრებელი სახლების წინ, ციხის მშნებლობის პროექტი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის დაუშვებელი და არასდროს არცერთი წამით არ შევეგუებით იმას, რომ აქ აღიმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი. იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ, ადამინები ცხოვრობენ, სადაც განვითარება და სიცოხლე უნდა იყოს ქართული ოცნების მანკიერი ხელისუფლება აპირებს, რომ ადგილობრივების აზრის კითხვის გარეშე, აღმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი. ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი ხედვა, იმის შესახებ, თუ რა იქნება აქ და უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ ძალიან ამბიციურ განვითარების გეგმას ამ უბნისათვის და შემდეგ სხვა უბნებისთვის”,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.