მარინა ეზუგბაია – კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ყველა არის შემოტანილი

კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  მარინა ეზუგბაიამ განცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან.

ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი, 1 გამოჯანმრთელდა. ეს ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად ჩვენს ცენტრში მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა, სიმძიმის შეფასებით საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.