მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშროლებმა მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

20 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ, მეგობართან ერთად, მდინარე ალაზანზე იყო წასული და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

დაკარგულის თანმხლები პირი მაშველებმა სწრაფად იპოვეს. თუმცა, მეორე ახალგაზრდის ძებნა გართულდა.

კახეთში, დაკარგული ახალგაზრდის ძებნა გუშინ ღამე დაიწყო და სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი იყო ჩართული.