მთავრობა ემიგრანტების დაბრუნების პროგრამის აღდგენას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამას აღადგენს, რომელიც საგაგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობდა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონიმიკის სამინისტროს აქვს უკვე მიღებული დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღებ ფასად და ეს არ უნდა აჭარბებდეს 200 ევროსს. ამასთან ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიკომპანიამ”, – განაცხადა გახარიამ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველი გეგმები შეცვალა და რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი კიდევ 1 თვით გადაავადა, საზღვარგარეთ მყოფი არაერთი ემიგრანტი ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.