პროდუქტის რეალიზების პრობლემა არ უდგას არავის-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ უდგას არავის. სოფლიდან დღეში 4-5 ტონა მწვანილი იყიდება-ამის შესახებ გარემოსდაცვისა და სოფლის მერუნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშილმა ყარაჯალარში განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყარაჯალარიდან პროდუქტის გატანა დისტრიბუტორების მიერ ხდება და ისინი სოფლის მეურნობის პროდუქტის სოფლიდან გასატანად, კონკრეტულ ლოკაციებზე მოდიან. 

“თვითონ შემოდიან ყარაჯალარში დისტრიბუტორები და გააქვთ პროდუქტი, მათ ზუსტი ლოკაციები იციან. მათი შემოსვლა არ შეფერხებულა. ყველა მაღაზიაში არის პროდუქტი და მიმდინარეობს გარკვეული რეგულაციების გატარება, რომ ჩაკეტილ სოფელში პროდუქტებზე ფასებმა არ მოიმატოს” – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.