რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 309 აბიტურიენტიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 22 გამოსაცდელი არ გამოცხადდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით,  საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, არ ყოფილა აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნისა და დაგვიანების შემთხვევა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრაციის პროცესში მაღალი ტემპერატურა არცერთ აპლიკანტს არ დაფიქსირებია

ცნობისთვის, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა.