რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტმა,  ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრმა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ დათა ცინცაძემ  სოციალურ ქსელში დაწერა. 

“მეგობრებო
პირველრიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის .და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ ისევ არაფერი მიჭამია და იმედი მაქვს ნელნელა დამიბრუნდება კვების მოთხოვნილება.

მთელი გუნდი გადავდივართ ყველაზე აქტიურ ფაზაში და ვაგრძელებთ მზადებას შაბათის აქციისთვის. როგორც მედიასთან ვთქვი ჩემი ქმედების მიზანი იყო ყურადღების მიქცევა და ამ ამბის რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მიტანა. მიზანი მიღწეულია. რესპეკტ ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

გელოდებით შაბათს 19:00 საათზე მერიასთან“-წერს დათა ცინცაძე ფეისბუქ გვერდზე

ცნობისთვის, აქტივისტმა  პროტესტის ამ ფორმით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადადება გააპროტესტა.