რუსთავი-თბილისის ავტობანზე, სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილიდან სავარაუდოდ ,ნარკოტიკი და ფულადი თანხა ამოიღეს.
ჩქაროსნულ გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სამართალდამცველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
Update: როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე, დაკავებულის უფლებადამცველი მივიდა. ადვოკატის ,გიორგი გოგინავას განცხადებით, პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ტერიტორიიდან სამართალდამცველებს კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაჰყავთ.
Tv4-ი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.