რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით ისტორიის გამოცდის მეორე დღე მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში ორ-ორ სესიად ტარდება.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე 284 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. აქედან გამოცდაზე 15 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ერთი კი 35 წუთის დაგვიანებით მივიდა. დადგენილი წესების მიხედვით, დაგვიანების გამო აბიტურიენტი საგამოცდო პროცესზე არ დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ისტორიის გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.