რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე სესიაზე 15 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.ცენტრის ადმინისტრატორის ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე სესიაზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში ჯამში 308 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
მისივე ცნობით, რეგისტრაციის პროცესის დროს ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა და დადგენილი წესების მიხედვით, ისინი საგამოცდო პროცესზე არ დაუშვეს. თერმოსკრინინგის გავლის პროცესში კი, ტემპერატურა არცერთ აბიტურიენტს არ დაუფიქსირდა.
შეგახსენებთ, ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექვს სესიად ტარდება, დღეს მეოთხე სესია მიმდინარეობს.