რუსთავის ცხელების ცენტრის რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, რვა პაციენტიდან სამი აზერბაიჯანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე იყო ,რომლებმაც საკარანტინე სივრცეში უკვე გადაინაცვლეს, დანარჩენი პაციენტების ნაწილი ბინაზე გაეწერა,ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
როგორც ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ Tv4-ს განუცხადა, საეჭვო სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის ოთხი პაციენტია მოთავსებული,რომლებსაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.