რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 6 პაციენტი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება – როგორც ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ცენტრში მოთავსებული ექვსივე პაციენტი რუსთავის მაცხოვრებელია. მათი პასუხები კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.