რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 6 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 6 პაციენტის ტესტის პასუხი COVID-19-ზე  უარყოფითია.  ამის შესახებ  TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით,  ამ დროისთვის ცენტრში 4 პაციენტია მოთავსებული. ოთხივე მათგანი რუსთაველია და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს. ექიმის ცნობით, პაციენტები მომატებული ტემპერატურისა და საერთო სისუსტის სიმპტომატიკა აღენიშნებათ. 

პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს. ტესტებს კოვიდ-19-ზე ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან და პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დრომდე ტესტი კორონავირუსზე 625 პირს ჩაუტარდა.