რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 

რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. 

როგორც მაია რაზმაძემ TV4-ს განუცხადა,  დღეს ცენტრში სამი ახალი პაციენტია მოთავსებული და სამივე რუსთაველია. ეპიდემიოლოგები სამივე პირს 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.