რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

 რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ახალი შემთხვევა საზღვრის კვეთას უკავშირდება და კოვიდინფიცირებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში რუსთავის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის , მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში გუშინ გამოკვლეული  პირებიდან, ცხრას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამასთან,სამედიცინო დაწესებულებაში  კიდევ ოთხი პირია მოთავსებული,რომლებსაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.