რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ ტვ4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საშუალო ასაკის ქალია და ის ე.წ. გაჩიანის დასახლებაში კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის კონტაქტია.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, მამაკაცი, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა სხვა სოფლიდან. ექიმის ცნობით, პაციენტის განცხადებით, ის გაჩიანის დასახლებაში მცხოვრებ კოვიდინფიცირებულ ქალს არ იცნობს და მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
პაციენტები ამ დროისთვის ცხელების ცენტრში არიან და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ელოდებიან კოვიდის მიმღებ დაწესებულებასი გადასაყვანად.
რაც შეეხება ცემტრში მოთავსებულ კიდევ 6 პაციენტს მათ კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ19-ზე ამ დროისათვის 3 პაციენტი ელოდება. ადგილობრივმა სპეციალისტებმა ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშებიუ უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.