რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის კიდევ 1 ახალი პაციენტია მოთავსებული.

ახალ პაციენტს კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ. ტესტების პასუხი COVID19-ზე ხვალ გახდება ცნობილი