რუსთავის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და არც ერთ მათგანს ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში კიდევ 8 ახალი პაციენტია მოთავსებული. მისი ინფორმაციით, პაციენტებიდან ერთერთი სტაციონარში რუსთავის საკარანიტნე სივრციდან გადაიყვანეს, ერთერთი კი ტრაილერის მძღოლია.
მედიკოსები ახალ პაციენტებს კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ და ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი