რუსთავის ცხელების ცენტრის 12 პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პაციენტს კოვიდ19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 2 პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია. ექიმის ცნობით, პაციენტები ცხელების ცენტრში მომატებული ტემპერატურით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს. 

ადგილობრივი სპეციალისტები მათ ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 

ინფორმაციისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ამ დროისთვის 700-მდე პაციენტი გამოიკვლიეს.