რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ დაუდასტურა.
პაციენტი 65 წლის ქალია და იგი სტაციონარში გაჩიანიდან გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგის თქმით, ამჟამად კოვიდინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, მათი ტესტის პასუხი კორონავირუსიზე უარყოფითია.
მაია რაზმაძის ინფორმაციით, რუსთავის ცხელების ცენტრში დღეს 8 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათ ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.