რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს სამი სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოეცა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების შესახებ პრეზენტაცია თბილისში , ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამართეს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
ინფომრაცია,რომ სამი სამედიცინო დახმარების ავტომობილი რუსთავს გადმოეცა Tv4-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ დაუდასტურდა.
„სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მომსახურების გაუმჯობესება არის ჩვენი პრიორიტეტი. ამ მანქანებიდან, რვა მანქანა განთავსდება თბილისში, საიდანაც ერთი იქნება რეანომობილი. დანარჩენი მანქანები განაწილდა რეგიონებში იმ პროპორციით, რომელი პროპორციაც დღესდღეობით არის დადგენილი ქვეყნის მასშტაბით.
რეანომობილებთან დაკავშირებით, მონიტორინგი დაწყებულია იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეფექტური რეანომობილებისა და ზოგადად, სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვაში. ამისთვის, მნიშვნელოვანი არის შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მისცემს სამინისტროს, აღმასრულებელ ორგანოს იმის საშუალებას, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და გააუმჯობესოს ჩვენი ჯანდაცვის ხარისხი.
რეანომობილების მონიტორინგი დაიწყო ერთი წლის წინ და ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ კუთხით ხარისხი, ვინაიდან ჩვენ ყველას გვახსოვს, რა შემთხვევები ფიქსირდებოდა მაშინ, როდესაც ამ კუთხით არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.