რუსთავში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც TV4-ს “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, ელექტროენერგია მე-7 მიკრორაიონში ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე მომხდარი ავარიული დაზიანების შედეგად გაითიშა. TV4-ის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გამო რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელს ტექნიკა დაეწვა.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 2 საათში აღუდგებათ.

UPDATE: TV4-ს “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, რომ მოსახლეობას ზარალის ასანაზღაურებლად შეუძლია მიმართოს კომპანიას ცხელ ხაზზე: 0322 47 17 07. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიას განცხადებით მიმართონ. ამის შემდეგ “ენერგო პრო ჯორჯია” მოკვლევას გააკეთებს. თუ ტექნიკა ნამდვილად მაღალი ძაბვის გამო იქნება დაზიანებული, ამ შემთხვევაში კომპანია ზარალს აანაზღაურებს.