რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხარმა ორ ბავშვს რქებით დააზიანებები მიაყენა. შემთხვევა ბერიტაშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მსხვილფეხა პირუტყვი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და რქებით დაზიანებები მიაყენა. მსუბუქად დაშავდა ქალი,რომელიც ადგლიზე თვეების ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, ასევე დაშავდა ზრდასრული ადამიანი,რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ხარმა სახის არეში დაზიანებები კიდევ ორ მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა.
ერთ-ერთი მცირეწლოვანი ოჯახის წევრმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო მეორეს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რუსთავში ხარმა სამი ადამიანი რქებით დააზიანა🔈🔉რუსთავში სამ ადამიანს,მათ შორის ორ ბავშვს, ხარმა რქებით დაზიანებები მიაყენა 🔉 შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა🔉 ვრცლად : https://bit.ly/3ejMf9G
Geplaatst door TV4.ge op Zondag 12 juli 2020
რუსთავში ორ მცირეწლოვან ბავშვს ხარმა რქებით დაზიანებები მიაყენა📢რუსთავში ორ მცირეწლოვან ბავშვს ხარმა რქებით დაზიანებები მიაყენა📢რას ყვებიან თვითმხილველები და როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?!📢ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2CunrhK
Geplaatst door TV4.ge op Zondag 12 juli 2020