რუსთავში რვა ლოკაციაზე ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება

რუსთავში რვა ლოკაციაზე ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტრენაჟორების მოწყობა შემდეგ მისამართებზე იგეგმება:
მესხიშვილის მესამე გასასვლელის N6;
21-ე მკრ N10; მე-16 მკრ;
მე-19 მკრ N14 კორპუსის წინ;
მე-17 მკრ N10 კორპუსის წინ;
მეგობრობის N30;
თოდრიის მეორე ჩიხის N4 და თოდრიის პირველი ჩიხის N7-ის შორის;
ფალიაშვილის N3ა ქუჩებზე.

წინადადებების მიღება 7 აგვისტოს იწყება და 10 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 154 808 ლარს შეადგენს.