რუსთავში ხუთ ლოკაციაზე საბავშვო კუთხე მოეწყობა

რუსთავში ხუთ ლოკაციაზე საბავშვო კუთხე მოეწყობა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საბავშვო კუთხეები მოეწყობა:

მე-16 მიკრორაიონის N3 კორპუსთან, ასევე მე-17 მიკრორაიონის N12, მე-19 მიკრორაიონის N5, კოსტავას N19 და მეგობრობის N20 კორპუსთან .

ამასთან,დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა,რომ ლოკაციებზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება,სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება,მოეწყობა გარე განათებაც.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150`761 ლარს შეადგენს. 

საბავშვო კუთხეების მოწყობისთვის ოთხ ლოკაციაზე, მუნიციპალიტეტის მერიას კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  იგეგმება:

მე-15 მიკრორაიონის N10, მე-18 მიკრორაიონის N12ბ, მე-20 მიკრორაიონის N1 და გარეჯის N1 კოპრუსების მიმდებარედ,საბავშვო კუთხეების მოწყობა.  აღნიშნულ ოთხ ლოკაციაზე   სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  114`983.00  ლარს შედაგენს.