ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში საქართველოს მასშტაბით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ცხრა ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 375 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.