სამ თვეში მარნეულში ქვეწარმავლის კბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

აპრილიდან დღემდე მარნეულში ქვეწარმავლის კბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Tv4-ს მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არც ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების და არც დაკბენის შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა. 

როგორც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა Tv4-ს განუცხადა, აღნიშნული სამი შემთხვევა მარნეულში აპრილის თვიდან დღემდე პერიოდში დაფიქსირდა.