საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 946 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
UPDATE: ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და დაინფიცირებული პაციენტები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.
“ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 825-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 203 პირი.