საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია.
მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ.
ეზუგბაია ამბობს, რომ ახალ ინფიცირებულებს შორის ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.
„დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, რჩება 857“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.