საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხილეტთან დაფიქსირდა.
UPDATE: სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ვებგვერდზე დაზუსტებული ინფორმაცია განათავსა.
დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა.