საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. ხანძარი დაახლოებით დილის 9:00 საათზე გაჩნდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, მესტიის მერია დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.