მარნეულში უამინდობის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ვაჟა ფშაველასა და აღმაშენებლის ქუჩები დაიტბორა. სტიქია გამთენიას, 05:00 საათზე მოხდა.
სტიქიის შედეგად, დაიტბორა მოსახლეობის შიდა ეზოები და დაიხოცა შინაური ფრინველი.
როგორც Tv4-ს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს და ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის. მათივე ცნობით, ამ დროისთვის,წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინრეობს. სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია ჩართული.