ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და “კოვიდ 19” არ დაუდასტურდათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.
დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.
საგამოცდო პროცესმა ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანებისა და მოხსნის არც ერთი შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.