გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში უხვი ნალექი არ არის მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 30 და 31 ივლისს ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა სავარაუდოა ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი ელჭექით.
სინოპტიკოსები ვარაუდით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი პირველ აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი.
„დღეს საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექი მოსალოდნელი აღარ არის. ხვალიდან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთასა და აღმოსავლეთში შესაძლოა ელჭექითაც. არამდგრადი ამინდი კი პირველი აგვისტოდან, დღის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი”, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი, მაია ქააძე.