პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. თუმცა, სამართალდამცველებმა მამაკაცი ცოტახნის წინ დააკავეს.
მომხდარის შესახებ 10 წლის გოგონამ დედას თავად უამბო, რის შემდეგაც მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მეუღლესთან აღიარა. შემდეგ კი პოლიციაში თვითონვე დარეკა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.