ღია სივრცეში მოწყობილი გასართობი ატრაქციონებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციასთან  დაკავშირებით, ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

  • ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის, უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ ორ საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • პერსონალი უზრუნველყავით: კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი გამჭვირვალე ბარიერებითა და ნიღბით – მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში;
  • ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
  • ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
  • კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ ,,მხტუნავ ბაყაყზე“, „ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე. (მშობლები, და-ძმა) ისინი შესაძლებელია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე.