გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ Tv4 -ს გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმდა განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ყარაჯალარში 251 PCR ტესტის პასუხი მიიღეს და აქედან დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა.
საერთო ჯამში სოფელ ყარაჯალარში 31 ინფიცირებულია.
რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, დღეს სოფელში კიდევ 250 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან.
ცნობისთვის, სოფელში საერთო ჯამში 1900 ტესტია ჩატარებული.