ბათუმსა და ქობულეთში კორონოავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება 712-მა პირმა ჩაიტარა

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში ნებაყოფილობითი ტესტირება ამ დრომდე 712-მა პირმა ჩაიტარა-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე ცნობით,ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში აღებული 712 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. 

ცნობისთვის,  შავი ზღვის სანაპირო ზოლში “კოვიდ19”-ზე  ტესტირება  მიმდინარეობს,ბულვარებში ტესტირებისთვის კარვებია გაშლილი,სადაც მოქალაქეებს “პი სი არ” ტესტირების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. 

საკოორდინაციო საბჭომ ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში covid19-ზე გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გამოვლინდა ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირების წყარო ცნობილი არ იყო.