გამოცდების ეროვნული ცენტრი-ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით,  დღეს 14:30 -ზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს,სამოქალაქო განათლებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის  გამოცდით დასრულდა.