გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს გარდაბნის ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, ახალი კოვიდინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კონტაქტები კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციისთვის, გარდაბანში ამ დროისათვის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული.