პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური აპლიკაცია TikTok უნდა აიკრძალოს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
ამერიკის უშიშროების სამსახურში აღნიშნავენ, რომ აპლიკაცია, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს, შესაძლოა, ამერიკელების პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და შემდეგ – ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს. “ტიკტოკის” აღმასრულებელი დირექტორი კი აღნიშნულს უარყოფს.
“ტიკტოკს“, დაახლოებით, 800 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად, მათი უმეტესობა აშშ-სა და ინდოეთიდან არის. ინდოეთმა “ტიკტოკი” უკვე დაბლოკა.