ესპანეთში ქართველი 23 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა სკვერში ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი საქართველოში გადმოსვენება მოხდება.