თეთრიწყაროს სოფელ წინწყაროსა და ფარცხისში საბავშვო ბაღები აშენდება

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორი ახალი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება. სოფელ წინწყაროსა და ფარცხისში საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება, ხოლო სოფელ ფარცხისში საბავშო ბაღი 75 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საქართველომ დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად მიიღო. სახსრების ნაწილი სწორედ, თეთრიწყაროს ორ სოფელში სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას მოხმარდება. 

სოფელ წინწყაროში ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`896`262 ლარს შეადგენს,ხოლო  ფარცხისში, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბაღის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`055`527 ლარია.