თეთრიწყაროში ,სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. სოფელ მაწევანის ტყეში, ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება , რომლის შედეგადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ამ დრომდე არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა, საზოგადოებას გავაცნობთ. “ – განაცხადა რამიშვილმა.