მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

UPDATE: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

ადგილზე შს სამინისტროსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.