მეთვრამეტე მიკრორაიონში ავარიული კორპუსი შემოიღობა

მეთვრამეტე მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსი შემოიღობა. კერძო მესაკუთრემ ტერიტორიაზე დამცავი ღობე უკვე მოაწყო,  კორპუსის დემონტაჟი ხელშკრულების გათვალისწინებით, რვა თვის ვადაში უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს მოსახლეობა  წლებია ითხოვს.შენობა იმდენად ავარიული იყო, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყოველდღიურ საშიშროებას წარმოადგენდა.

უბნის მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე, მიმდებარე ტერიტორიის 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა.

აუქციონზე გამარჯვებულ ინვესტორს ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.

„აუქციონის პირობის მიხედვით, 1 თვის განმავლობაში უნდა შემოღობილიყო უსაფრთხოების ღობით, რათა მოქალაქეების შეღწევა ტერიტორიაზე აღარ მომხდარიყო. ამით მოიხსნა ის პრობლემა, რომელიც ათეული წლებია საფრთხეს უქმნის იქ შესულ მოსახლეობას. ეს პრობლემა დღეს უკვე აღარ დგას. აუქციონის პირობით რვა თვიანი ვადა აქვს გამარჯვებულ კომპანიას სადემონტაჟო სამუშაოებზე“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ