მთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.