მმართველი გუნდის ლიდერებმა ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში,  გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 


4 ჰექტარზე გაშენებული მრავალფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები  მარტში დაიწყო და უკვე დასრულების ფაზაშია. სკვერის რეაბილიტაციაზე 1 775 000 ლარია გამოყოფილი.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის, საბავშვო მოედნის, სველი წერტილის, განათების სისტემისა და ბილიკების მოწყობა.