მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა,სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში,მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,ერთი მათგანი არასრულწლოვანია. 

 ექიმების ინფორმაციით, მათ დაზიანებები  არ აღენიშნებოდათ, თუმცა სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.