მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ის სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
უწყების ცნობით, არის ვარაუდი, რომ დაკარგული მტკვარშია. საძიებო სამუშაოებში მაშველები დღეს, 19 აგვისტოს ჩაერთნენ.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი ჯგუფი და ეკოლოტია ჩართული, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს.








